19 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1 პირი დააკავა

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

მას ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებულ ს.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო იმავე ტერიტორიაზე მყოფი 1986 წელს დაბადებული გ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ზ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში - ცხელ კვალზე დააკავა.

ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები