20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
"როცა სიტყვები უკვე ზედმეტია" - კახეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"როცა სიტყვები უკვე ზედმეტია" - კახეთში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები თელავის ცენტრში შეიკრიბნენ და ძალოვან უწყებებს "ტელეკომპანია პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდეს.

მედიის წარმომადგენლებმა ასევე პროტესტი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე გამოხატეს.

"ტელეკომპანია პირველის" ოპერატორი 5 ივლისს ერთ-ერთი იყო, ვისაც ძალადობრივ ჯგუფების წარმომადგენლები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. 

ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები