"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტების ვინაობა ცნობილია. მათ შორის არიან "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები.
"აქციაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან, დააკავეს ჩვენი პოლიტიკოსები: მმართველი საბჭოს თავმჯდომარე თენგო კირთაძე და მმართველი საბჭოს წევრი წევრი ცოტნე ლომიძე.
არსებული ინფორმაციით, ისინი გადაყვანილები არიან სამგორის პოლიციის შენობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არცერთ დაკავებულზე ინფორმაციას არ გვაწვდიან,"- ნათქვამია "გირჩი - მეტი თავისუფლების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრების გარდა, "სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულუ წესით დააკავეს "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე და "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, რის გამოც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.