20 მაისი 2024,   04:32
ვრცლად
ბელგიელი ქალი კორონავირუსის ორი შტამით ერთდროულად დაინფიცირდა და გარდაიცვალა

მას შემდეგ, რაც 90 წლის ბელგიელი ქალი კორონავირუსის ალფა და ბეტა (ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული) შტამებით დაინფიცირდა, ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კორონავირუსის ორი სხვადასხვა ვარიანტით ერთდროულად დაინფიცირების რისკი არსებობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ქალი, რომელიც მარტში გარდაიცვალა, ვაქცინირებული არ იყო. ექიმები ვარაუდობენ, რომ მას კორონავირუსი ორი სხვადასხვა ადამიანისგან გადაედო. 

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს სხვადასხვა შტამით დაინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა და იშვიათად, თუმცა სხვა ორმაგი ინფიცირების შემთხვევებიც არსებობს. 

2021 წლის იანვარში ბრაზილიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ორი ადამიანი იყო დაავადებული სხვადასხვა შტამით. ასეთივე შემთხვევა დაფიქსირდა პორტუგალიაშიც, მკურნალობის პერიოდშივე 17 წლის მოზარდი სხვა ვარიანტით დაინფიცირდა. 

დღის ამბები