20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში - USAID-ის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 600 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა

მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“ - USAID „ზრდის" პროექტის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პრეზენტაციაზე პროექტის მიერ განხორციელებული აქტივობები შეჯამდა, რომლებიც გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება

USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერის თქმით, მათი მიზანია, ხელი შეუწყონ საქართველოში ტურიზმის განვითარებას და გაძლიერებას. 

"ეს USAID- ის მხრიდან ტურიზმის დახმარებისა და მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია. ამ მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სახელმწიფო სააგენტოებთან.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ტურიზმის განვითარებას, გაძლიერებას და რაც ყველაზე მთავარია, გვინდა რომ გავხადოთ ის მდგრადი, რაც შემდგომ, თავისთავად, დაეხმარება ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას და წარმოქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსაც,"- განმარტავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი

პროექტის ხელმძღვანელის თქმით, დაახლოებით 600 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 45 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ასევე, მისი თქმით, თუშეთი არის ერთ-ერთი ის კუთხე საქართველოში, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ტურისტული პოტენციალი.

დღის ამბები