04 სექტემბერი 2026,   00:28
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბრალდებული 5 პირის დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრა.

მოსამართლემ დღესვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით. 

"მოლოდინი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო ააცილებს საქმეს ამ ორ პროკურორს, რითაც, ფაქტობრივად, აღიარებს რომ მიკერძოებულმა პროკურორებმა გამოიძიეს ეს საქმე, ამის მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. სანამ სასამართლო გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს, ის უკვე, როგორც საჯარო სივრცეში, ასევე სასამართლო დარბაზში ამ პირებს უწოდებდა მკვლელებს,"- ამბობს არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.

"მათ არგუმენტებს, რომ იმედი არ აქვთ სასამართლოსი, არის თავის მართლება და არა სასამართლოს გარკვეული შეფასება. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ არსებობს სხვა ალტერნატივა, საქმეზე უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, უფრო სწორად, ძალაში უნდა დარჩეს პირველი ინსტანციის განაჩენი,"- აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი. 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები