25 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
რა სასჯელი შეეფარდება ლექსო ლაშქარავაზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს - სასამართლო დავით კუტალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას ტელეკომპანია TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულების საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, გამოძიება ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს.

"გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით. კონკრეტული ძალადობის ეპიზოდებთან მიმართებაში დაზარალებული პირების ჩართულობით შედარებით უფრო მარტივია კონკრეტული პირების მიმართ მტკიცებულებების მოპოვება, მოცემულ შემთხვევაში შედარებით მოცულობითია სამუშაო ორგანიზატორებთან მიმართებით," - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები