27 აპრილი 2024,   00:05
ვრცლად
"მე არ ვარ მოძალადე, პირიქით..." - როგორ იმართლებს თავს ლექსო ლაშქარავას სასტიკ ცემაში ბრალდებული დავით კუტალაძე

"TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა უკანასკნელ გზაზე დაშვებული კამერების დერეფნით და ტაშით გააცილეს, მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძემ კი მის სასტიკ ცემაში კიდევ ერთი ბრალდებული ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

დავით კუტალაძე რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობიდან ერთი კვირის შემდეგ დააკავეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის სოციალურ ქსელში აქტიურობდა, აღიარებდა რომ რეპორტიორების ცემაში მონაწილეობდა და სხვებსაც ამ ქმედებისკენ მოუწოდებდა, თუმცა უამრავი ვიდეო და ფოტო მტკიცებულებების მიუხედავად, თავად ბრალდებული კუტალაძე დანაშაულს ამ არ აღიარებს.

სასამართლოს სხდომათა დარბაზში დავით კუტალაძემ დღეს საკუთარი ძალადობრივი ქმედებების გამართლება არაერთხელ სცადა.

"მე არ ვარ მოძალადე, პირიქით..." - განაცხადა მან.

დავით კუტალაძე რიგით მეხუთე მოძალადეა, რომელიც "TV პირველის" ოპერატორზე ჯგუფურად, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეწეოდა, კიდევ ოთხი პირი უკვე გისოსებს მიღმა იმყოფება.

ამ დრომდე პოლიციას მედიის წარმომადგენლების სასტიკი ცემისთვის, მხოლოდ 20 დაკავებული ჰყავს.

 

 

 

დღის ამბები