26 აპრილი 2024,   20:37
ვრცლად
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

უწყების ცნობით, მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (უხვი ნალექი, ნისლი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები