ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა აჭარაში - შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ "წაბლანაში" მოხდა. შანიძეების სახლს ხანძარი დილით გაუჩნდა, ოჯახები თავს მეზობელს აფარებენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სრულად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც დაზარალებულ ოჯახებს სარეზერვო ფონდიდან გაუწევენ დახმარებას.