20 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
კოვიდვითარების გაუარესების გამო შესაძლოა კვლავ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს - თამარ გაბუნია

ეპიდემიური სიტუაცია უარესდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ "იმედის დილაში" განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. თამარ გაბუნია ამბობს, რომ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვა გახდება საჭირო და უწყება ამაზე უკვე მსჯელობს.

"ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები