ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.
მაია ჩხაიძის განცხადებით, კიდევ უფრო გართულდა ერთ-ერთი ჩვილის მდგომარეობა, თუმცა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა, გულისხმობდა, თუ არა "დელტა" შტამით ინფიცირებულ ბავშვს.
"სამი პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ რჩება. ერთ-ერთის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა," - განაცხადა მაია ჩხაიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მაია ჩხაიძის თქმით, ამ დროისთვის, ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, კოვიდით ინფიცირებული 19 არასრულწლოვანი გადის მკურნალობას, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.