მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
დღეს ჩხრეკა ჩატარდა "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურა მახარაძის და "ალტერნატიული საქართველოს" ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც. პოლიციაშია გადაყვანილი ზურა მახარაძეც.