26 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
120 გარდაცვლილი და 15 ათასამდე სამაშველო ჯგუფი - გერმანიაში გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობისას დაკარგულებს ეძებენ 

120 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წყალდიდობას გერმანიასა და ბელგიაში. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა ქალაქები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. წყალდიდობამ დააზარალა ლუქსემბურგში და ნიდერლანდებში მცხოვრები მოსახლეობაც.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს. მედიის ცნობით გერმანიაში 1300 ზე მეტ ადამიანთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.

ქვეყანაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში 15 ათასამდე პოლიციელი, ჯარისკაცი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია ჩართული.

გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სამთავრობო შენობებზე დროშებს დაუშვებენ. ბელგიაში კი 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღის ამბები