რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია. პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა.
ორსართულიანი დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები მოეწყობა.