რეინჯერებმა სამხედრო სპეციალისტის პროგრამა დაასრულეს. სწავლების დასკვნით ეტაპზე რეინჯერებმა საფრენი აპარატიდან სტატიკური პარაშუტის ხტომა ტვირთითა და იარაღით განახორციელეს.
3 კვირის განმავლობაში NATO-ს სტანდარტის სამხედრო სპეციალისტის პროგრამას სპეციალური ოპერაციების ძალების 30 რეინჯერი ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში გადიოდა.
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა 2000 წლიდან ფუნქციონირებს.
სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.