"TV პირველის" ოპერატორის ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ვანო ბურდული აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
როგორც ბურდულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას ოპერატორის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
"ბრალდების მხარე რომ მედავება, თითქოს ძალადობრივ ქმედებებში ვიგულისხმები, დაზარალებულის ჩვენებიდანაც ჩანს, რომ ჩხუბის შემდეგ სამართალდამცავები მიდიან, კადრებში ჩანს, რომ იქ სამართალდმაცავების მისვლის შემდეგ მივდივარ, ამ ჩხუბთან ახლოსაც არ ვიყავი," - განაცხადა ბურდულმა.
დაკავებული ვანო ბურდულის ადვოკატი, თორნიკე გვენეტაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს, ამას შაბლონურად არ ვაცხადებ, ეს არის - "ბარემ, ესეც დავაკავოთ, საქმე". გავასაჩივრებთ," - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.