დღეიდან, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ბრენდის Baskin Robbins-ის სანაყინე გაიხსნა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ის პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომლის კაფეტერიაც განახლებული ტერმინალის გაფრენის დარბაზში, საერთო სივრცეში გაიხსნა და მისი დაგემოვნება აეროპორტის მგზავრების გარდა, იმერეთში ჩასულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
კომპანია, რომელიც ნაყინების ინდუსტრიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოს ბაზარზე 2 თვის წინ შემოვიდა და დედაქალაქის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Baskin Robbins-ის კვების ობიექტში 30 მდე სახეობის ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები, სალათები, სენდვიჩები, ნამცხვრები და სხვა წასახემსებელი საკვები გაიყიდება.