20 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
1286 ინფიცირებული, 13 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1286 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1701 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 446 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 351 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 095 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1286 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 387481-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.57% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 701 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 365 019-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 551 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1286 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 30, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 885 საიდანაც: 4 291 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 581, აჭარაში - 245, იმერეთში - 523. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 833 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 39, იმერეთში -172. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 182 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 1 088 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 - თბილისში, 334- აჭარაში. 11 506 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24956 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10554 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2986, პირი, აჭარაში - 1445, იმერეთში - 1423.

დღის ამბები