07 მაისი 2024,   17:28
ვრცლად
სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას პაკისტანში 33 ადამიანი ემსხვერპლა

33 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა პაკისტანში, სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად.

არსებული ინფორმაციით შემთხვევა, პენჯაბის პროვინციაში მოხდა.

ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები