20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ქვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება - ინდოეთიდან გავრცელებულმა შტამმა საქართველოში მე-4 ტალღა დააჩქარა

ინდოეთიდან გავრცელებულმა კორონავირუსის შტამმა საქართველოში მე-4 ტალღის დაწყება დააჩქარა. დელტა ვარიანტი ქვეყანაში ჯერ დომინატი არ არის, თუმცა ინფიცირებულთა მესამედში ინფექციის "დელტა" ვარიანტი ფიქსირდება. ვირუსის თავისებურებიდან გამომდინარე, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ COVID-19-ის მორიგი შემოტევა ძლიერი იყოს.

ქვეყანა ყოველდღიურად 10-ობით ადამიანს კარგავს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6000-ს უახლოვდება. ინფიცირებულთა 90% ვაქცინირებული არ არის, რაც ხშირ შემთხევაში მძიმე შედეგებს იწვევს.

ნორვეგიიდან საქართველოში ჩამოსული ქართველი სპეციალისტი მასშტაბური ღონისძიებების აკრძალვას და აღსრულების მექანიზმების გამკაცრებას მოითხოვს. 

მე-4 ტალღის მარტივად გადალახვა მხოლოდ დამცავი ფარის - ვაქცინირებული ადამიანით არის შესაძლებელი. სპეციალისტების თქმით, თუ იმუნიზაციის პროცესი არ გაძლიერდება, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე, კვირიდან კვირამდე დამძიმდება. 

 

 

დღის ამბები