31 აგვისტო 2026,   23:06
ვრცლად
ბავშვების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა მშობლების ვაქცინაციაა - მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ 

მსოფლიოს პარალელურად კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, საქართველოშიც. მზარდია ყოველდღიური მაჩვენებელი. დელტა შტამის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი სწრაფი გადაცემა და მძიმე მიმდინარეობაა მათ შორის ბავშვებშიც. სპეციალისტები ვირუსის გავრცელების მორიგი მძლავრი ტალღის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების წესების დაცვისა და აქტიური ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.

"თავისუფალი ადგილების რესურსი პრაქტიკულად არ არის იმიტომ, რომ როგორც მოზრდილი ასევე პედიატრიული პაციენტები არიან განთავსებული," - აცხადებს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე და ამბობს, რომ პანდემიის დასრულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი სწორედ ვაქცინაციაა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ბავშვების კორონავირუსისგან დაცვის ერთადერთ საშუალებად რჩება ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია:

"ინფიცირებული პაციენტებისთვის 5800 საწოლია გამოყოფილი და აქედან 4400 დაკავებულია, ჯერჯერობით გვაქვს 1400 თავისუფალი საწოლი. დელტა ვარიანტის დამახასიათებელი თვისებაა ბავშვებში და ახალგაზრდებში უფრო სწრაფი გავრცელება. დღეისათვის ერთადერთი შესაძლებლობა ბავშვების დაცვის არის მშობლების და ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია," - განაცხადა ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები