31 აგვისტო 2026,   23:06
ვრცლად
 არის მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს, 3000 შემთხვევა არის წითელი ხაზი - სპეციალისტები კოვიდვითარებაზე

სპეციალისტების შეფასებით ინფიცირების 3000-მდე შემთხვევა უკვე წითელი ხაზია ქვეყნისთვის და ისინი უკვე გარკვეული რეგულაციების საჭიროებაზეც საუბრობენ. მათი თქმით, უნდა მოხდეს გარე სივრცეში პირბადის ტარების რეგულაციაის დაბრუნება და ასევე დიდი მასშტაბის ღონისძიებების გამართვა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

"გარკვეული რეგულაციების გარეშე ვერ გადავრჩებით. ალბათ მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს შეკრების ადგილები, რადგან ეს ადგილები არის მთავარი გამავრცელებლები დაავადების. ასევე უნდა გადაიხედოს იმ ქვეყნებთან მიმოსვლა, სადაც მაღალია დელტა შტამის გავრცელება. არის მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს და 3000 დღიური გავრცელება იქნება საგანგაშო და ის წითელი ხაზი, რომელის გადაკვეთის შედეგად ბევრი რამ შეიძლება გაფუჭდეს," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ დელტა შტამის წინააღმდეგ მოქმედების რესურსი არის ვაქცინაცია და ნიღბის ტარების გაგრძელება

"სწორი გადაწყვეტილება იყო რამდენიმე დღის წინ დამატებითი საწოლების გამოყოფა, ამან მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. მაგრამ ის, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ დავუპირისპირებთ კორონავირუსისი დელტა ვარიანტს, ეს ცხადია. ვერ მოვახერხებთ ძალიან სწრაფად ორჯერადად იმუნიზირებული მოსახლეობის თუნდაც გაორმაგებას, ვერ მოვახერხებთ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების ძალიან სწრაფად გატარებას, რომელიც შეაჩერებს დელტა ვარიანტის გავრცელებას, ასეთი ბუნებაში არ არსებობს. კიდევ გვრჩება ერთ რესურსი, გარდა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური დაჩქარებისა, როგორმე გავითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და ნიღბის ტარება გავაგრძელოთ,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელიც გადაწყვეტილებას შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღებს.

დღის ამბები