კიდევ 6 ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, მათ შორის "კურიერის" ჟურნალისტს მარიკა გოცირიძეს.
"ხელი მოვაწერე დაზარალებულად ცნობის დოკუმენტს, ამის შემდეგ ადვოკატთან ერთად გვექნება წვდომა საქმის მასალებზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩემს ოპერატორზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტის ამ ეპიზოდზე, ამ დროისთვის არავინ არ არის დაკავებული,"- აცხადებს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე.
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, არხის ოპერატორის, ზურა მანაგაძის 5 ივლის ჩაწერილი ვიდეოკადრების დათვალიერებაც მოხდა, სადაც ზურა მანაგაძე იყო აღბეჭდილი. "რუსთავის 2-ის" იურისტის ნინო ბარაჩაშვილის ინფორმაციით, ზურა მანაგაძემ კადრებში აღბეჭდილი ძალადობრივი ჯგუფის წევრების ნაწილის ამოცნობა შეძლო.
დღეს ჟურნალისტებმა თბილისის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს უპასუხეს, მიმდინარეობდა ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს გამოძიების შეკითხვებს მედიის 7 წარმომადგენელმა უპასუხა.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე