20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ოპერატორი 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად ცნეს

5 ივლისს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, მედიიის კიდევ ორ წარმომადგენელს კითხავენ.

დაზარალებულად ცნეს "რუსთავი 2-ის" ოპერატორიც, რომელსაც 5 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა 1-მა პირმა მიაყენა. 

საგამოძიებო უწყებაში დღეს "რადიო თავისუფლების" და "cnews-ის" ჟურნალისტებიც იყვნენ მისულები. ჟურნალისტებმა გამომძიებლებთან ერთად დაათვალიერეს ვიდეოკადრები. 

სააგენტო ”C|NEWS”-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე აცხადებს, რომ ის ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. 

"ჩვენზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ძალიან მიკვირს, რომ არავის გასჩენია აქამდე ჩემი გამოკითხვის სურვილი,"- აღნიშნა გიგა გელხვიძემ.

დღის ამბები