20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
პაციენტები სხვადასხვა სიმპტომს სიმულირებენ იმისთვის, რომ მოხვდნენ სტაციონარში - ინფექციონისტის თქმით, ჟანგბადდდამოკიდებული ადამიანები ადგილის გარეშე რჩებიან

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას მიმართავს, რომ სიმპტომების მანიპულაციისგან თავი შეიკავონ საავადმყოფოში მოხვედრისთვის, რადგან სტაციონარში ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისთვის არსებული ეპიდვითარების გამო, ადგილები აღარ არის. 

"პაციენტების უმრავლესობას უნდა, რომ მოხვდეს საავადმყოფოში, რადგან ეშინია კორონავირუსული ინფექციის. ისნი ამძიმებენ თავის მდგომარეობას, სხვადასხვა სიმპტომებს სიმულირებენ იმისთვის, რომ მოხვდნენ სტაციონარში და შესაბამისად, იკავებენ იმ პაციენტების ადგილს, რეალურად ვისაც სჭირდება და არის ჟანგბადდამოკიდებული. 

ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ არის და მინდა მივმართო ადამიანებს, თუ ჩვენ გვეშინია კორონავირუსის და მას რეალურად აღვიქვამთ საფრთხეს როგორიც არის, ამისთვის არსებობს ვაქცინაცია და უნდა ავიცრათ. ხოლო თუ დაგვემართება დაავადება, გარკვეული პერიოდი გავჩერდეთ სახლში, მოვუსმინოთ ოჯახის ექიმს, მივიღოთ მისი რჩევები და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმი შეაფასებს, რომ სჭირდება სტაციონარიზაცია, მაშინ მოხდეს პაციენტების ჰოსპიტალში გადაყვანა,"-თქვა "დღის კურიერში" ალექსანდრე გოგინავამ. 

დღის ამბები