ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორის გიორგი კამკამიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციით სიკვდილიანობის სტაბილურობა საქართველოში მხოლოდ დელტა შტამის გავრცელებას არ უკავშირდება. ამის შესახებ გიორგი კამკამიძემ "დღის კურიერში" ისაუბრა.
"დელტა ვარიანტთან დაკავშირებით გაჟღერდა, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მომატებული სიკვდილობის, სამწუხაროდ ეს ასე არ არის და ჩვენ უნდა შევხედოთ იმ რეალურ ფაქტორებს, რომელიც განაპირობებს სიკვდილობის ასეთ სტაბილურ მაჩვენებელს მთელს საქართველოში, მათ შორის ეს არის არაეფექტური ჰოსპიტალიზაცია.
ზოგიერთ შემთხვევაში არის ზედმეტი ჰოსპოტალიზაცია იმ პაციენტების, რომლებიც არ საჭიროებენ საავადმყოფოში მკურნალობას. ბოლო დროს ბევრი საუბარია და მეც ვეთანხმები, რომ ბავშვების შემთხვევაში, ყველა კოვიდინფიცირებული ბავშვის საავადმყოფოში დაწვენა არ არის საჭირო. ამისთვის არის გარკვეული კრიტერიუმები, მათ შორის ადრეული ასაკი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შესაბამისად, ოპტიმალური მიდგომა ჰოსპიტალიზაციაზე, მისი კრიტერიუმების დახვეწა იქნება ძალიან მიშვნელოვანი ახლო მომავალში.
ზოგჯერ ჰოსპიტალში საწოლები დაკავებულია ისეთი პაციენტებით, რომლებიც არ საჭიროებენ მკურნალობას და რესურსები მიმართული უნდა იყოს მხოლოდ იმ პაციენტების მართვაზე ჰოსპიტალში, რომლებიც რეალურად საჭიროებენ ამას,"- განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი კამკამიძემ.