COVID -19 -ის საწინააღმდეგო " იმუნიზაციის პროცესი "ფაიზერის" ვაქცინით ფოთში ხვალიდან დაიწყება. აცრები ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო "ბომონდში" იქნება შესაძლებელი.
კლინიკის პიარ სამსახურის ინფორმაციით, მათ გააჩნიათ იმუნიზაციის წარმატებული პროცესისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, ასევე ვაქცინის შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმში შენახვის შესაძლებლობა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით ამ ეტაპზე "ფაიზერზე" 14 აგვისტოს ჩათვლით ყველა ჯავშანი შევსებულია და ხვალ უკვე 70 ადამიანი გაიკეთებს აცრას.
რაც შეეხება "სინოფარმისა " და "სინოვაკის " ვაქცინას ვაქცინაციის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ შესაბამის პორტალზე.