ამერიკის შეერთებული შტატების საჩუქრით, Pfizer-ით იმუნიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ით ვაქცინაციაზე გუშინ დღის განმვლობაში 147 ათასამდე პირი დარეგისტრირდა, ჯავშანი კი 142 195 პირს დაუდასტურდა.
"გუშინ დღის ბოლომდე სულ დარეგისტრირდა 147 000-მდე პირი, ჯავშანი დაუდასტურდა 142 195 პირს. 4 750 ჯავშანი არ დაუდასტურდა გამომდინარე იქიდან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა, ასევე, იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც, რიგი მიზეზების გამო, ჯერჯერობით, არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათ მაინც შეიყვანეს თავიანთი მონაცემები პორტალზე. ასე რომ 5 000-მდე ჯავშანი რეალურად არ შედგა და ეს ადგილები ბუნებრივია დაემატება პორტალს.
აგვისტოს პირველი კვირა იქნება ჩვენთვის კრიტიკული პერიოდი იმისთვის, რომ კიდევ დამატებით დოზებს, რასაც მივიღებთ, პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სრულად ავითვისოთ მოკლე ხანში. ასევე, აგვისტოს ბოლოს შევქმნათ Pfizer-ით ვაქცინირებულთა დიდი ჯგუფი, ასევე სხვა ვაქცინებითაც გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.