Forbes საქართველოს შესახებ სტატიას მოამზადებს. ქვეყნის ტურისტული მიმართულებების, ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის მილიონობით მკითხველი გაეცნობა.
Forbes-ის ჟურნალისტი რანა ბელინდა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებოდა, ტურის ფარგლებში მან საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულა.