20 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
"TV პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ გია გიუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

"TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს გიგა გიგუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გიგა გიგუაშვილს ბრალად ედება ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე და მასთან ერთად მყოფ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობა.

 გიგა გიგუაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, რაც გულისხმობს მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში მისი მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის პროფესიული საქმიანობებისთვის ხელის შეშლას. რაც შეეხება მისთვის წარდგენილ 2 ბრალს - დევნასა და ფიზიკურ ძალადობას არ ეთანხმება.

ჯამში, 5 ივლისის მოვლენებზე 29 პირია ბრალდებული და ყველას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები