20 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის საქმის განხილვის შემდეგ რუსეთში საიტ "პრაიმ კრაიმის" დახურვას მოითხოვენ

კრასნოდარის რეგიონულმა სასამართლომ გამოსცა კერძო განჩინება, რომლითაც როსკომნადზორის ხელმძღვანელს ანდრეი ლიპოვს მოუწოდებს, რომ ვებ გვერდ "პრაიმ კრაიმთან" დაკავშირებით ზომები მიიღოს. სასამართლოს მოსაზრებით, საიტი აქვეყნებს ინფორმაციას "კრიმინალური სამყაროს სოციალურ-კულტურული ღირებულებების" შესახებ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

"როსკომნადზორის" ხელმძღვანელის მიმართ განჩინების მიღება ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის დავით ჯანგიძის ("დათო კრასნოდარსკის") საქმის განხილვის შედეგების საფუძველზე მოხდა. 26 ივნისს კრასნოდარის რეგიონულმა სასამართლომ მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 1 მილიონი რუბლით დააჯარიმა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი პოზიციის დაკავებაში.

"პრაიმ კრაიმი" წერდა ჯანგიძის საქმეზე, შსს-ს თანამშრომლები კი კანონიერი ქურდების და სხვა ბრალდებულების სტატუსის დასადასტურებლად ამ საიტის მასალებს უთითებდნენ.

სასამართლომ მოუწოდა "როსკომნადზორს", ყურადღება მიაქციოს "პრაიმ კრიმის" ადმინისტრატორების მიერ "მედიის თავისუფლების ბოროტად გამოყენების მრავალ ფაქტს". სასამართლოს თანახმად, ამ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ხელა უწყობს "ყოველდღიური კრიმინალური ქცევის მიმზიდველობას", ახდენს პროპაგანდას  დანაშაულებრივი სამყაროს მაღალი იერარქიაში მყოფი  პირების  და "შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას როგორც მოქალაქეებისა, ასევე საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და სახელმწიფოს."

"პრაიმ კრაიმში", რომელიც 2006 წლიდან ფუნქციონირებს, აცხადებენ, რომ ეს არის წმინდად ისტორიული პროექტი, რომელიც სამეცნიერო მიზნით იკვლევს ქურდულ სამყაროს როგორც ფენომენს.

დღის ამბები