24 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
პირველი ოლიმპიური ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე - 20 წლის ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. 90 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ბექაური გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა და მეტოქე შესანიშნავი გდებით დაამარცხა. 21 წლის ძიუდოისტმა საჩემპიონო გზაზე გერმანელი ძიუდოისტის გარდა რუსი, უზბეკი, ებრაელი და პოლონელი სპორტსმენები დაამარცხა.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ნახევარფინალი, სადაც ლაშა ბექაურმა უშეღავათო ორთაბრძოლაში პრინციპულ მეტოქეს, რუსს მიხეილ იგოლნიკოვს აჯობა. ოლიმპიურ ჩემპიონს გამარჯვება პირადად მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ლაშა ბექაური ოლიმპიურ ოქროსთან ერთად, პირველი მილიონის მფლობელიც გახდა. ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია,ერთი ოქრო და ორი ვერცხლი,სამივე სინჯის მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ჩემპიონობის შანსი ქართულ დელეგაციას 29 ივლისსაც ექნება. ხვალ ძიუდოისტთა ტურნირზე, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები