20 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
Pfizer-ის 163 000 დოზა უკვე საქართველოშია

სახელმწიფოს მიერ "ფაიზერბიონტეკისგან" შეძენილი მილიონი დოზიდან 163 000 დოზა უკვე საქართველოშია.

დედაქალაქში საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. სამედიცინო უნივერსიტეტი კიდევ ერთი პუნქტია, სადაც მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.

"ჩვენ ვამზადებთ 20 ბრიგადას შესაბამისი გამტარობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰოლდინგისა და სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პარტნიორობით, ამ სივრცეებში შეგვიძლია გავატაროთ ამ სივრცეებში 4 000 პაციენტი. ამ სივრცეების მოწყობისთვის ჩვენ 48 საათზე ნაკლები დრო დაგვჭირდა. ვაქცინაციის პროცესი გეგმისამებრ მიმდინარეობს," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ  სექტორი სრულად მობილიზებულია.

"ძალიან რთული სიტუაციაა, რომელიც დელტა შტამის გავრცელებას უკავშირდება, რომლის გავრცელების მაჩვენებელი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ეს სხვა შტამების შემთხვევაში იყო. 

საწოლფონდი მობილიზებულია, რომელსაც რაოდენობა ყოველ დღე ემატება. კიდევ 1500 საწოლის რეზერვი გვაქვს. ასევე, ემატება დამატებით სასტუმროს ფონდიც. სექტორი სრულად მობილიზებული რჩება,"- აღნიშნავს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია. 

 

დღის ამბები