27 აპრილი 2024,   07:07
ვრცლად
სამართალდამცველები მთაწმინდის პარკის ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობენ

სამართალდამცველები მთაწმინდის პარკის ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობენ.

გვიან ღამემდე მთაწმინდის ფერდობზე, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. სამართალდამცველები ავსტრალიის მოქალაქის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდნენ.

"მთაწმინდის პარკის" მენეჯერის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მთაწმინდის პარკის  ტერიტორიაზე არსებული ვიდეოჩანაწერები უკვე ამოიღეს, მიმდინარეობს ჩანაწერების შესწავლა, თუმცა როგორც მთაწმინდის პარკის მენეჯერი ამბობს, შანეი ბრუკი ჩანაწერებზე არ ჩანს. 

"პარკის ტერიტორიაზე შანეი ბრუკი არ ყოფილა. ჩვენმა მონიტორინგის სამსახურმა, შესაბამის უწყებებთან ერთად ხანგრძლივი სამუშაოები ჩაატარა. ამოღებულია ყველა კამერის ჩანაწერი და თვითონ პარკის ტერიტორია რასაც მოიცავს, ამ ტერიტორიაზე ქალბატონი არ შემოსულა და პარკში რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია,"- აცხადებს "მთაწმინდის პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმოამდგენელი ეთერ გიგიაძე.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, 30 ივლისს შანაე ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ. ძებნაში პოლიცია ჩაერთო, 31 ივლისს კი შანაე ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.  

დღის ამბები