კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს მსოფლიოს ქვეყნებში. საფრანგეთში ბოლო დღეებში კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმატა. იტალიაში კი კორონავირუსით გარდაცვალების ყოველდღიურმა შემთხვევებმა იკლო.
COVID-19-ით ჰოსპიტალიზებისა და ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება ფლორიდის შტატში. ვაქცინის ბუსტერ დოზებს 6 სექტემბრიდან შესთავაზებს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთი, ხანშიშესული პირებისთვის ბუსტერ დოზების შეთავაზების საკითხს განიხილავს გერმანიაც.
კომპანიებმა Moderna-მ და Pfizer-მა კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ღირებულება გაზარდეს.