მიმდინარე კვირის ეპიდ-მდგომარეობამ უნდა გადაწყვიტოს დაწესდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები - სწორედ ამ პერიოდს თვლიან ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველაზე კრიტიკულად. ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის კლინიკურ სექტორში კოვიდ პაციენტებისთვის მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე უკვე დაკავებულია. 1200-მდე პირია მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.
"ეპიდვითარება საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო" - მიიჩნევს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი. თენგიზ ცერცვაძე განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არა კორონავირუსის დღიურ მაჩვენებელს, არამედ აქტიურ შემთხვევებს მიიჩნევს.
"ეპიდსიტუაცია არის ძალიან სერიოზული, საყურადღებო, მაგრამ ჯერ არ არის საგანგაშო. ახალი შემთხვევების რაოდენობაც იზრდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რიცხვია, რომელსაც ყურადღება არ ექცევა - აქტიური კოვიდავადმყოფების რიცხვი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც დიაგნოზი დაუდგინდათ და ჯერ განკურნებულები არ არიან. ასეთი არის 31 500 დღეისთვის. პრაქტიკულად მაქსიმალური რიცხვი, რაც საქართველოს ოდესმე ჰქონია. ნოემბერ-დეკემბერში იყო 32 ათასი. დიდი ალბათობით ეს კიდევ გაიზრდება," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის თქმით, ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა მოხდა პიკის გადალახვა თუ კვლავ აღმავალ მრუდზე იმყოფება. ის ვარაუდობს, რომ ამ კვირაში NCDC უკვე დააფიქსირებს, რომ დელტა ვარიანტი დომინანტი გახდა