ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში COVID-19-ის ინფიცირების მაჩვენებელი სულ უფრო იმატებს და დღეს მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა, ჯერჯერობით, რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება.
"ჯერჯერობით, იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც მოქმედი და დაწესებულია, არ იგეგმება. მთავარია აღსრულდეს ის, რაც უკვე მოქმედია. რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ თავად მოქალაქემ არ მიიღო გადაწყვეტილება, მაგალითად ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით, მანამდე ეს სანქციები უბრალოდ ფორმალობა იქნება,"- აცხადებს თამარ გაბუნია.
3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა.