23 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქრთამის აღების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით,  შსს-ს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, დ.ბ.-მ, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, სავარაუდო ბრალდებულისგან ქრთამი აიღო.

ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები