შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული "გორმედის" ქსელის კლინიკაში ვიზიტისას გაეცნო. ამჟამად, საავადმყოფოებში ჯამში 160 საწოლია მობილიზებული, რომელიც უკვე შევსებულია - იგეგმება კიდევ 86 ადგილის დამატება.
რეგიონში არსებულ საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა სიტუაცია - როგორც ამბობენ, კონტროლს ექვემდებარება.