აჭარაში შსს-ს თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის წარმომადგენლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხვადასხვა წარმოების ვაქცინით აიცრა.
სამინისტრომ თანამშრომელთა ვაქცინაცია უკვე ერთი თვეა დაიწყო,ამ ეტაპზე სამინისტროში დასაქმებულთა 19 ათასზე მეტი პირია ვაქცინირებული.