ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ქობულეთში 14 წლის არასრულწლოვანზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟაშვილმა მიიღო და დაკავებულს 126-ე მუხლით დამნაშავედ ცნო.
შეგახსენებთ,რომ თებერვალში, 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბრალდების მხარის მტკიცებით კი არასრულწლოვანზე საკუთარი ბაბუა ფიზიკურად ძალადობდა.
არასრულწლოვანი გოგონას საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც 16 წელს ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად.