26 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
გერმანელი მწვრთნელი ტოკიოს ოლიმპიადიდან ცხენის ცემისკენ მოწოდების გამო გამოაგდეს

გერმანელი მწვრთნელი ოლიმპიადიდან ცხენის ცემისკენ მოწოდების გამო გამოაგდეს. მწვრთნელი კიმ რაისნერი, სპორტსმენ ქალ ანიკა შლეის მოუწოდებდა, შეჯიბრის დროს "ნამდვილად დაერტყა" ცხენისთვის, რომელიც მორიგ ბარიერზე გადახტომისას გაჯიუტდა და სპორტსმენი მის დამორჩილებას უშედეგოდ, ტირილით ცდილობდა. 

მწვრთნელის ეს მოწოდება ერთ-ერთი გერმანული ტელევიზიის რეპორტაჟის დროს დააფიქსირეს. 

საცხენოსნო შეჯიბრის შესაბამისმა კომიტეტმა გერმანული გუნდის მწვრთნელს ტოკიოს ოლიმპიადის დასრულებამდე დისკვალიფიკაცია მიანიჭა. 

დღის ამბები