საპროტესტო აქცია კასპში - სოფელ კავთისხევის მოსახლეობა სასმელი წყალის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლებამ წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ განახორციელა და სოლიდური თანხა დახარჯა, თუმცა, ადგილობრივებს სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ და ისიც დაბინძურებული მიეწოდებათ.
კავთისხეველები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
აქციაზე კასპის მერის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, რომლისთვისაც პრობლემა ცნობილია, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ ამბობს, მოუგვარდებათ თუ არა ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა.