გორში აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები სანთლების აქციით დასრულდა. დაღუპულთა მემორიალთან ომის დაწყების თარიღი სიმბოლურად სანთლებით იყო გამოსახული.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მემორიალთან ყვავილები მიიტანეს და წუთიერი დუმილით დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.