20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
ინფიცირებულთა რაოდენობის მატება პედიატრიულ განყოფილებებსაც დაეტყო - დღეს გამოვლენილი შემთხვევების 10% ინფიცირებული ბავშვია

ქვეყანა კორონავირუსის მე-4 ტალღის ფაზაშია. რეკორდულად გაზრდილია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი. ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, დღითიდღე უფრო მეტ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება. შესაბამისად, პაციენტთა მიმართვიანობაც კლინიკებში იზრდება.

ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება პედიატრიულ განყოფილებებსაც უკვე დაეტყო. დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების 10% ინფიცირებული ბავშვია. 100-დან 5-ს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უწევს.

დღეს ციციშვილის სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა "კურიერს" განუცხადა, რომ ყოველდღიურად 30 ინფიცირებული ბავშვის მიღება უწევთ. დღეს სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ 6 ცარიელი ადგილი იყო დარჩენილი.

"საშუალოდ 30-მდე პაციენტის მიღება და გამოჯანმრთელებული პაციენტების გაშვება ხდება ამ პერიოდში. მძიმე პაციენტი, ისეთი, რომელი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება ან რაიმე სხვა ტიპის რთული მდგომარეობა არის, ამ ეტაპზე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია ამ დროს, რომ ჰოსპიტალიზაცია მოხდეს მხოლოდ ისეთი პაციენტების, რომლებსაც ესაჭიროებათ კლინიკაში მკურნალობა. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ინფიცირებული მშობლებიც იღებდნენ შესაბამის ადეკვატურ მკურნალობას.

ბოლო პერიოდში რაც გამოიხატა არის, რომ ეს არის უფრო მეტად გამოხატული ცხელება, თავის ტკივილი, კისრის და კუნთების ტკივილები, თუმცა ნაკლებად გამოხატული არის გართულებები," - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

დღის ამბები