თბილისის განვითარების ფონდი სკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, ასევე მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია არსებული საყრდენი კედლის გამაგრება, რესტავრაცია და მოპირკეთება, ასევე გამწვანების თარგების მოწყობა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეკეთებინა განახლება. დაახლოებით 6 000 კვ.მ არის და ესეც მთლიანობაში შეკრავს ამ დიდ სივრცეს - პარკს და სანაპიროს. ყველანაირად იქნება მოწესრიგებული განახლებული, გამწვანებული, თავისი ახალი განათების სისტემები იქნება დამონტაჟებული, დასასვნებელი სივრცეები და ასევე სურათებით მოვაჭრე ადამიანებისთვის მოეწყობა შესაბამისი კუთხეები," - განაცხადა მერმა.