კორონავირუსის გავრცელების ყველაზე რთული ტალღა - მედიკოსები ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სისტემას პაციენტების მიღების საშუალება უკვე აღარ აქვს.
"მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სისტემას პაციენტის მიღების საშუალება არ გააჩნია, მაქსიმალურად დაიტვირთა ასევე კოვიდსასტუმროები. პაციენტის მიღება კლინიკაში უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება ძალიან მძიმე. აუცილებლად უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, სხვა გამოსავალი ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს," - აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.
მედიცინის დოქტორი მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის მიმდინარე ეტაპი ყველაზე მძიმეა:
"მას შემდგომ, რაც ქვეყანაში კოვიდი დაფიქსირდა, ეს ეტაპი შეიძლება შეფასდეს ყველაზე რთულ, უმძიმეს ტალღად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მკაცრი გადაუდებელი აღსრულება რეკომენდაციების დაცვის," - განაცხადა პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა.