02 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში უმღლეს დონეზე ჩაერთოს, ამ მიმართულებით კი კონკრეტულ წინადადებებს ელოდება - აღნიშნული განცხადებას ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს.
 
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათ ხალხისგან მიიღეს დაკვეთა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. როგორც ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება ან ნორმალიზება მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება. რაც შეეხება საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციას, სომხეთის პოზიცია უცვლელია.
დღის ამბები