საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაზე, რომ სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის შემთხვევაში.
"საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, რეკომენდაციით მიმართა საბჭოს კვების ობიექტებში, სპა-სალონებში ფიტნესებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინაციის ერთი აცრის, ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
"საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,"- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ.